Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე- მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ პროექტის პორტფიოლიოები
 შევაჯამეთ და შევაფასეთ ცხრა დღის მანძილზე გაწეული მუშაობა
,,პროექტებით სწავლება'' ტრენინგის მერვე დღეს ვისწავლეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო  პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად

Saturday, September 19, 2015

  • დღეს განვიხილეთ პროექტების შეფასებების სხვადასხვაგვარი  სქემები,  შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების ცხრილების შექმნა, კრიტერიუმებისა და დონეების მიხედვით, შევქმენით მასწავლებლის დაკვირვების დღიურის ნიმუში.

Saturday, September 12, 2015

მეექვსე დღეს განხილვით დავიწყეთ ისევ, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები, დრაივზე ფაილის ატვირთვა და გამოქვეყნება ინტერნეტში, ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება

Friday, September 11, 2015

დღეს ინტელის პროექტებით სწავლების მეხუთე დღეა, თავდაპირველად ჩვენი პროექტების შინაარსის მოკლე მიმოხილვა დავიწყეთ, შემდეგ გავეცანით ინტერაქტიულ
ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.  გავეცანით ასევე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და  მათი შეფასების მეთოდებს.
 ვისაუბრეთ აგრეთვე ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე, გავაკეთეთ ჩამოტვირთული ფაილების ბიბლიოგრაფია.
ტრენინგის მეოთხე დღის დასაწყისში ჯერ განვიხილეთ  პროექტის მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შემდეგ ვისაუბრეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, ვენისა და KWL  დიაგრამები, შემდეგ პრაქტიკულად ვივარჯიშეთ და შევქმენით  ნიმუშები, შევაჯამეთ ტრენინგი და მოგვეცა მომდევნო დღის დავალებები.
დღეს  ინტელის ტრენინგის ,,პროექტებით სწავლების'' მესამე დღეა. დასაწყისში ტრენინგკურსის მსმენელებმა წარმოადგინეს თავიანთი პუბლიკაციები.განიხილეს და შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ საუბარი იყო ესგ მიზნებზე, 21-ე საუკუნის უნარებიდან სამი მიზნის შერჩევასა და ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო უნარების გათვალისწინებით  ჩვენი პროექტის მიზნების სწორად ჩამოყალიბებაზე.
    ვისაუბრეთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტისათვის საჭირო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. საკმაოდ რთული სამუშაოა, რადგან სწორად გაწერილ მიზნებზეა დამოკიდებული პროექტის წარმატებით განხორციელება, მაგრამ სირთულის მიუხედავად, მგონი, კარგად გავართვი ყველაფერს თავი